okianuri da sanapiro formebi - estuari

 

ესტუარი - (ინგლ. estuary) (რუს. Эстуа́рий)

მდინარის ერთტოტიანი ძაბრისებურად გაფართოებული შესართავი. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მდინარის მოტანილი მყარი მასალა შესართავთან კი არ ილექება, არამედ ზღვის დინებას ან მიმოქცევას ზღვაში შეაქვს.

შესართავი ესტუარის სახით გააჩნია მდინარეებს: გარონას, ლუარას, გვადალკვივირს, ტახოს, გვადიანას, დუეროს, ელბას, ტემზას, შენონს, სევერნს, სომას, ემსის (ევროპა); ანაბარს, პიასინას, ხატანგას, ნარბადას, იანძის (აზია); კონგოს, გამბიას (აფრიკა); კოლუმბიას, ჯეიმზს, წმინდა ლავრენტის მდინარეს (ჩრდილოეთი ამერიკა); პარანას, ესეკიბოს (სამხრეთი ამერიკა).

მდინარეთა ესტუარი გვხვდება მსოფლიოს მრავალ ადგილას, განსაკუთრებით იქ, სადაც განვთარებულია ხმელეთის შეჭრილ-შემოჭრილი უბნები.

ევროპაში უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მდინარე გარონას (შენაკად დორდონთან ერთად) ესტუარი, რომელიც ცნობილია ჟირონდის სახელწოდებით. მისი სიგრძე 75 კმ-ია, სიგანე კი (ქვემოთში) 10-15 კმ. მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ემსის ესტუარი (სიგრძე 20 კმ).

ყველაზე დიდი ესტუარები

Amazon River
Chesapeake Bay
Delaware Bay
Drake's Estero
Gippsland Lakes
Gironde
Golden Horn
Great Bay
Gulf of Saint Lawrence
Hampton Roads
Humber
Laguna Madre
Lake Borgne
Lake Merritt
Lake Pontchartrain
Long Island Sound
Mobile Bay
Narragansett Bay
New York-New Jersey Harbor
Ob River
Puget Sound
Pamlico Sound
Port Jackson (Sydney Harbour)
Rio de la Plata
San Francisco Bay
Severn Estuary
Shannon Estuary
Spencer Gulf
Tampa Bay
Thames Estuary
Western Scheldt